понедельник, 6 июля 2009 г.

დიდი ადრონული კოლაიდერი

დიდი ადრონული კოლაიდერი

პროექტის სახელი: დიდი ადრონული კოლაიდერი.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციებს:ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) შესახებ, ელემენტარული ნაწილაკების,ელექტრომაგნიტური ველის შესახებ,დიდი ადრონული კოლაიდერის,მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროექტის შესახებ,რომლითაც ფიზიკოსებს ეძლევათ საშუალება შეიცნონ სამყაროს საიდულოებები დაკავშირებული გრავიტაციაასთან და შავ ხვრელებთან,ღმერთის ნაწილაკად წოდებული ჰიგსის ბოზონის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 14-17 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება წიგნების, ინტერნეტის საშუალებით,ინტერვიუების ჩაწერა ფიზიკოსებთან,საპატრიარქოს კრეაციული საზოგადოების წარმომადგენლებთან,ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება,ელექტრონული ფოსტით წერილების გაგზავნა და მიღება .
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი,სადაც მოსწავლეები განათავსებენ მოპოვებულ ინფორმაციას,ინტერვიუებს და ფოტო მასალას, შექმნიან ვიდეო ფილმს, ფოტოალბომს,გააკეთებენ ჩანახატებს, დაწერენ ესსეებს,გამოაქვეყნებენ ბუკლეტებს.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, ინტერვიუს აღების,ვიდეო ფილმის გაკეთების უნარ-ჩვევა.ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ფიზიკა:გაეცნობიან ფიზიკის სფეროში თანამედროვე მიღწევებს.CERN-ის პროექტებს.
ქართული ენა და ლიტერატურა: შემოქმედი ბავშვები წარმოაჩენენ თავის შესაძლებლობებს ესსეების,ჩანახატების შექმნაში, აიღებენ ინტერვიუებს.
რუსული ენა, ინგლისური ენა: ბავშვები გადათარგმნიან წიგნებიდან და ინტერნეტიდან მასალას.
ისტორია:შეისწავლიან CERN-ის ისტორიას.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლეილა ზაქაიძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
lela.zakzidze@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http://lelazakaidze.blogspot.com/

4 комментария:

  1. ძალიან საინტერესო იყო მასალა და ინფორმაცია . კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დედამიწაზე არსებული ულევი საიდუმლოებისა და
    ამოუხსნელი ფაქტებისა.
    ჩვეულებრივ ადამინთა გონებას აღემატება ალბათ ამ ციფრებისა და მოვლენების გააზრება მე ესე მგონია.

    ОтветитьУдалить
  2. ატმოსფერული წნევის შესახებ ძალიან კარგი და სახალისო პრეზენტაციაა, იმდენად ცხოვრებისეული მოვლენებითაა დატვირთული .
    ძალიან მრავალფეროვნადაა ახსნილი ეს მოვლენა.

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან მომეწონა. დავრწმუნდი,რომ ისტ-ის ეფექტურად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.

    ОтветитьУдалить

ადრონული კოლაიდერი

ადრონული კოლაიდერი

ატმოსფერული წნევა